Top

დასავლეთ საქართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

გელა სიორდია (დასავლეთ საქართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ბიუროს უფროსი)

დასავლეთ საქართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ბიუროს უფროსი გელა სიორდია დღეიდან იურიდიული დახმარების საბჭოს წევრის მოვალეობასაც ერთი წლის განმავლობაში შეასრულებს.

გელა სიორდია იურიდიული დახმარების სამსახურში 2005 წლიდან მუშაობს. 2005-2007 წლებში იგი სსიპ „საზოგადოებრივი ადვოკატის სამსახურის“ ზესტაფონის ტერიტორიული ბიუროს ხელმძღვანელი, ხოლო 2007 -2023 წლებში ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი იყო. 2023 წლიდან იგი დასავლეთ საქართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ბიუროს ხელმძღვანელობს.

გელა სიორდიას მრავალწლიან პრაქტიკაში არაერთი წარმატებული საქმე დაგროვდა, მათ შორის, გამამართლებელი განაჩენით და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტით დასრულებული საქმეები. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით განხილული სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც გელა სიორდიას დაცვის ქვეშ მყოფთა ნაწილობრივი და სრული გამართლებით დასრულდა.

გელა სიორდიას გავლილი აქვს მრავალი პროფესიული ტრენინგი, იგი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და ამერიკის იურისტთა ასოციაციის სერტიფიცირებული ტრენერია. როგორც ტრენერი, იგი პერიოდულად უზიარებს თავის კოლეგებს ცოდნასა და გამოცდილებას ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: სასამართლო ადვოკატირების უნარ-ჩვევები; ნაფიც მსაჯულთა შერჩევა და ნაფიც მსაჯულთა ინსტრუქციები; სასამართლო გადაწყვეტილებათა დასაბუთების საკითხები; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხები; ასევე, სისხლის სამართლის პროცესი და სხვა.

გელა სიორდია დაოჯახებულია. ჰყავს მეუღლე და 2 შვილი.